“ისრაელის საჰაერო იერიშის შემდეგ “ჰეზბოლას” ლიდერის, სავარაუდო მემკვიდრე დაიღუპა”-მედია

ისრაელში აცხადებენ, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სავარაუდო მემკვიდრე ჰაშენ საფიედინი ბეირუთზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმის დროს დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელის მედია ავრცელებს. ამავე ცნობით, საფიედინი ისრაელის მიერ ბეირუთის სამხრეთით მდებარე გარეუბანზე განხორციელებული ძლიერი საჰაერო თავდასხმის შედეგად დაიღუპა. გარდა ამისა,  ლიბანში აცხადებენ, რომ ჰაშემ საფიედინი ორი დღეა კონტაქტზე არ გამოსულა.

ჰაშენ საფიედინთან დაკავშირებით „ჰეზბოლას“ ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია.

მსგავსი თემები