“მონა-მორჩილი”- ცესკოს სხდომაზე ხმაური იყო

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილსა და ცესკო-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, დავით კირთაძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. შელაპარაკება მოჰყვა კირთაძის მიერ ევროსაბჭოს დეკლარაციის წაკითხვას, სადაც აღნიშნულია, რომ “საბოლოოდ, ცესკო ახლახან, მმართველი პარტიის კონტროლის ქვეშ მოექცა”.

კალანდარიშვილმა კირთაძეს მიკროფონი გაუთიშა და უთხრა, რომ მისი განცხადება დღის წესრიგით განსაზღვრულ საკითხს არ ეხება.

კირთაძემ ცესკო-ს წევრების მისამართით სიტყვა „მონა-მორჩილი“ გამოიყენა, რაზე საპასუხოდაც კალანდარიშვილმა უთხრა: „მონა-მორჩილები მოიკითხეთ სხვაგან“.

მსგავსი თემები