საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრების წევრმა ყაზახეთში ISU-ს ჩელენჯერი მოიგო

საქართველოს ფიგურული სრიალის ნაკრების წევრი ანასტასია გუბანოვა ყაზახეთში გამართული ჩელენჯერის სერიის ტურნირის გამარჯვებული გახდა. გუბანოვამ დენის ტენის მემორიალის მოკლე პროგრამაში 69.07 ქულით პირველი ადგილი დაიკავა, თავისუფალ პროგრამაში კი 126.84 ქულით მეორე გახლდათ. ამგვარად, ანასტასიამ ჯამურად 195.91 ქულა მოაგროვა და უკან ყაზახი სოფია სიდელკინა (189.67) და იტალიელი ლარა ნაკი გუტმანი (188.86) მოიტოვა.

ხვალ პრიზიორთა ვინაობა კაცთა ტურნირზე გამოვლინდება და ფავორიტთა შორის ნიკა ეგაძეც იმყოფება.

მსგავსი თემები