ისრაელის თავდასხმის მოლოდინში მყოფმა ირანმა რუსეთს დახმარება სთხოვა

ირანის ხელისუფლებამ ისრაელის თავდასხმის მოლოდინში რუსეთს დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The New York Times ავრცელებს. გამოცემას ეს ცნობა ორმა ირანელმა მაღალჩინოსანმა დაუდასტურა. თეირანმა მოსკოვს სთხოვა თანამგზავრის მიერ გადაღებული სადაზვერვო კადრები მიაწოდოს. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა უპასუხა რუსეთმა.

ისრაელზე თავდასხმის რამდენიმე ირანელმა მომხრემ იმედი გამოთქვა, რომ ოფიციალური თელ-ავივის პასუხი თეირანის მიერ მასშტაბურ სარაკეტო იერიშზე იქნება მოზომილი და შეზღუდული.

მსგავსი თემები