“ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს”- სერგეი ნარიშკინი

“დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი სწორ არჩევანს გააკეთებს”- ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა ბაქოში ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ნარიშკინის თქმით, ეუთო/ოდირმა “აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაკვეთით” მოამზადა “შუალედური დასკვნა, რომელშიც არსებობს თეზისი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში სამართლიანი და ღია არჩევნებისთვის პირობები არ არსებობს.

“ამ აქციის მიზანია – სცადოს უხეშად, საკმაოდ თავხედურად ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, სცადოს კვლავ არ დაუშვას მმართველობისადმი ჯანსაღი, ეროვნულად ორიენტირებული ძალები. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ერი აირჩევს.. გააკეთებს სწორ და ზუსტ არჩევანს” – განაცხადა ნარიშკინმა.

მსგავსი თემები