მერაბ დვალიშვილმა “ბერი ანდრიას ფონდი” დაასაჩუქრა

UCF-ის ქართველი ჩემპიონი “ბერი ანდრიას ფონდს” ესტუმრა და დაასაჩუქრა. ამის შესახებ, ინფორმაციას ფონდი ავრცელებს.

“ფონდის დახმარების ცენტრში მერაბ დვალიშვილის მოულოდნელმა სტუმრობამ ძალიან გაგვახარა! UFC- ის საჩემპიონო ქამრის მფლობელი სუპერმსუბუქ წონაში, ბუნებითაც ჩემპიონი ყოფილა – დრო უშურველად დაგვითმო – შეგვაქო, მოგვესიყვარულა, დაგვასაჩუქრა, ჩვენი ფონდის შვილობილების კეთილი ნების ელჩის მოვალეობა სიხარულით და სიამაყით იტვირთა და ამ საპატიო მოვალეობის პირნათლად შესრულება აღგვითქვა! უფლის წყალობით, ულევი გამარჯვება შენ, ჩვენო ჩემპიონო მერაბ!” – წერს “ბერი ანდრიას ფონდი” სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები