მექსიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც 33 მიგრანტი გადაჰყავდა

მექსიკელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გაუხსნეს მანქანას, რომელსაც 33 მიგრანტი გადაჰყავდა. შედეგად 6 მიგრანტი დაიღუპა.

მიგრანტთა ჯგუფი სამხედრო პოლიციისთვის თავის არიდებას ცდილობდა. შემთხვევა მექსიკის სამხრეთით, გვატემალასთან საზღვრის მახლობლად მოხდა. სამინისტროს განცხადებით, ინციდენტის შედეგად დაშავდა 10 ადამიანი.

უწყების ცნობით, ავტომობილში სხვადასხვა ეროვნების მოქალაქეები იყვნენ, მათ შორის ეგვიპტიდან, ნეპალიდან, კუბიდან, ინდოეთიდან და პაკისტანიდან.

ორი ჯარისკაცის განცხადებით, რომლებმაც მიგრანტებს ესროლეს, აფეთქების ხმა გაიგეს, რის შემდეგაც გახსნეს ცეცხლი. მექსიკის თავდაცვის სამინისტრომ ჯარისკაცები თანამდებობიდან გაათავისუფლა, საქმე კი ფედერალურ პროკურატურას გადაეცა.

მსგავსი თემები