“ძალიან შთამბეჭდავი იყო”- გლოვერ ტეშირა დვალიშვილის შესახებ

მერაბ დვალიშვილის Noche UFC-ზე გამოსვლამ გლოვერ ტეშეირაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. ქვემძიმე დივიზიონის ყოფილ ჩემპიონს და შერეული ორთაბრძოლების სამყაროს ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ ფიგურას, გლოვერ ტეშირას ინტერვიუში ჰკითხეს, ბოლო დროს ყველაზე მეტად რომელი მებრძოლით აღფრთოვანდა. ტეშეირამ,  რა თქმა უნდა, ჯერ თავისი მოსწავლე დაასახელა. შემდეგ კი, მერაბ დვალიშვილი.

“#1, ცხადია, ალექსია. მაგრამ მერაბი… ძალიან მომეწონა, როგორ მერაბმა [ო’მალისთან] იჩხუბა! ის, როგორ შედიოდა და გამოდიოდა დისტანციაზე. ვნახე, რომ ბევრმა რეფერი ჰერბ დინი გააკრიტიკა. ჰერბ დინი ამ სფეროში საუკეთესო რეფერი იყო, მაგრამ მეც მგონია, რომ მერაბმა მშვენიერი ბრძოლა ჩაატარა. ჭკვიანური ბრძოლა. უამრავი დიდი მებრძოლი არსებობს, მაგრამ ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავი იყო ის, როგორ იბრძოდა მერაბი”- აღნიშნა მან.

მსგავსი თემები