ლიბანში შეტაკებებისას შვიდი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა

სამხრეთ ლიბანში შეტაკებებისას შვიდი ისრაელელი სამხედრო დაიღუპა, არიან დაშავებულებიც. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.

ისრაელის არმიის ცნობით, სამხრეთ ლიბანში სახმელეთო ოპერაციაში ორი დივიზია მონაწილეობს. თავდაცვის ძალების განცხადებით, სამხედროები სამხრეთ ლიბანში „შეზღუდულ, ლოკალიზებულ და მიზნობრივ რეიდებს“ ატარებენ, რომელთა მიზანია სასაზღვრო ზონაში მოძრაობა „ჰეზბოლას“ ინფრასტრუქტურის განადგურებაა.

მსგავსი თემები