ისრაელ-ირანის საომარ მოქმედებებზე ჩინეთი „მსხვილ ქვეყნებს“ მიმართავს

„ჩინეთი ღრმად არის შეშფოთებული ახლო აღმოსავლეთში არსებული არეულობის გამო. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ლიბანის სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ვეწინააღმდეგებით ქმედებებს, რომლებიც ამძაფრებს ანტაგონიზმს და ამძაფრებს დაძაბულობას“ – აცხადებენ ჩინეთის საგრეო საქმეთა სამინისტროში 1 ოქტომბერს მხარეების მხრიდან მორიგ იერიშთან დაკავშირებით.

როგორც ოფიციალური ჩინეთი განმარტავს, პროცესში მსხვილი გავლენის ქვეყნები უნდა ჩაერთონ.

„ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე დიდ ქვეყნებს, ითამაშონ კონსტრუქციული როლი და თავიდან აიცილონ შემდგომი არეულობა. ჩინეთი თვლის, რომ ღაზაში გაჭიანურებული ბრძოლები ახლო აღმოსავლეთში არეულობის ამ რაუნდის მთავარი მიზეზია და ყველა მხარემ სასწრაფოდ უნდა იმუშაოს ყოვლისმომცველი და ხანგრძლივი ცეცხლის შეწყვეტისთვის“ – ასეთია ოფიციალური ჩინეთის პოზიცია.

 

მსგავსი თემები