ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე

,,ევროკავშირი გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე”, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა უმაღლესმა კომისარმა ჟოზეფ ბორელმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა.

„ევროკავშირი უმკაცრესად გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე. არსებობს საფრთხე, რომ თავდასხმებისა და მათზე საპასუხო ქმედებების სახიფათო ციკლი კონტროლს მიღმა აღმოჩნდეს. ევროკავშირი კვლავ ემხრობა რეგიონული ომის თავიდან აცილების მცდელობებს“, – წერს ბორელი.

გუშინ საღამოს ისრაელის ცენტრალურ და სამხრეთ ტერიტორიების მიმართულებით ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ასობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. სხვადასხვა მონაცემით, მათი რაოდენობა 200-დან 500-მდე მერყეობდა. უმეტესობა ისრაელის თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ისრაელი ირანის მხრიდან თავდასხმას დიდ შეცდომას უწოდებს. პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ თეირანი ამისთვის საფასურს გადაიხდის.

მსგავსი თემები