ცნობილია, ისრაელში, ტერაქტის დროს გარდაცვლილი ქართველის ვინაობა

ისრაელში, ტერაქტს ქართველი კაცი, ილია ნოზაძე ემსხვერპლა. გარდაცვლილი წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქინძათიდან იყო. როგორც ცნობილია, 42 წლის ილია ნოზაძე იაფას რაიონში მუშაობდა. ის სამსახურიდან ბრუნდებოდა, როცა სროლაში მოყვა.

„ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

ტერორიზმი არავის ინდობს – განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა. ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.

მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ – თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში “, – წერს საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი სოციალურ ქსელში.

 

მსგავსი თემები