„ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტებისგან“ – კამალა ჰარისი

ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის კამალა ჰარისის თქმით, ირანი ,,საშიში” და ,,დესტაბილიზაციის” ძალაა ახლო აღმოსავლეთში და ის მხარს უჭერს ბაიდენის მიერ ამერიკელი სამხედროებისთვის გაცემულ ბრძანებას, ირანული რაკეტების ჩამოგდების თაობაზე.

,,ცალსახად ვგმობთ ამ თავდასხმას. ყველაფერს ცხადად ვხედავ. ირანი არის მადესტაბილიზირებელი საშიში ძალა ახლო აღმოსავლეთში და ისრაელზე თავდასხმა მხოლოდ ამის დასტურია. ირანი საფრთხეა არა მხოლოდ ისრაელისთვის, ასევე რეგიონში ამერიკელი პერსონალისთვის, ამერიკის ინტერესებისთვის და უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობისთვის.

მივესალმები პრეზიდენტი ბაიდენის ბრძანებას ამერიკელი სამხედროების მიმართ რეგიონში, რომ, აპრილის მსგავსად, ჩამოეგდოთ ირანული რაკეტები, რომლებიც ისრაელის მისამართით იქნა ნასროლი. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა ეფექტური იყო. აშშ არასოდეს დააყოვნებს ქმედებას, რომელიც აუცილებელია აშშ-ის ძალებისა და ინტერესების დასაცავად ირანისა და ირანის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტების წინააღმდეგ. ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი ირანისა და მის მიერ მხარდაჭერილი ტერორისტებისგან”, – განაცხადა კამალა ჰარისმა.

მსგავსი თემები