საელჩო მუშაობს გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს – საგარეო ისრაელში დაღუპულ მოქალაქეზე

ისრაელში, შეიარაღებული თავდასხმისას გარდაცვლილ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს:

,,ისრაელში საქართველოს საელჩო ადასტურებს 1 ოქტომბერს მომხდარი ტერაქტის შედეგად საქართველოს ერთი მოქალაქის გარდაცვალებას. საელჩო მუშაობს ისრაელის შესაბამის სტრუქტურებთან გარდაცვლილი თანამემამულის საქართველოში გადმოსვენების შესაძლებლობაზე, რაც ბუნებრივია მოითხოვს გარკვეულ დროს, მისი დაღუპვის გარემოებების გათვალისწინებით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს ამ მძიმე ტრაგედიას, ასევე მომხდარის გამო ისრაელის მთავრობას და ისრაელის ხალხს, საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას”, –  ნათქვამია საგარეო უწყების კომენტარში.

შეგახსენებთ, რომ თელ-ავივში შეიარაღებული თავდასხმისას გუშინ საქართველოს მოქალაქე დაშავდა, რომელიც მოგვიანებით გარდაიცვალა. მისი ვინაობა არ სახელდება.

მსგავსი თემები