,,ზომბი ქარიშხალმა” მექსიკაში სულ მცირე 15 ადამიანი იმსხვერპლა

მექსიკაში ქარიშხალი ,,ჯონის” შედეგად, რომელსაც მეტეოროლოგებმა ,,ზომბი ქარიშხალი” უწოდეს, სულ მცირე 15 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის პრეზიდენტი ანდრეს მანუელ ლოპეს-ობრადორი ადასტურებს. ცნობილია, რომ ძლიერმა წვიმებმა და მეწყრულმა პროცესებმა დასახლებული პუნქტები გაანადგურა.

მესამე კატეგორიის ქარიშხალი ქვეყანას ერთი კვირის წინ, წყნარი ოკეანის სანაპიროზე, კურორტ აკაპულკოს სამხრეთ-აღმოსავლეთით დაატყდა თავს. შემდეგ ის დასუსტდა და გერეროს შტატის მთებზე გაიფანტა. მოგვიანებით წყნარი ოკეანის წყლებზე მან ძალა კვლავ მოიკრიბა და მექსიკის სანაპიროსკენ დაიძრა. სწორედ ამის გამო უწოდეს მას მეტეოროლოგებმა ,,ზომბი ქარიშხალი”.

მსგავსი თემები