ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვს

შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობაში ეჭვმიტანილი ბრალს არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ითხოვს.

გამოცემა Reuters-ის ცნობით, 58 წლის რაიან რუთი წაყენებულ ხუთ ფედერალურ ბრალდებას არ აღიარებს და ნაფიც მსაჯულთა სასამართლო პროცესს ითხოვს.

ცნობისთვის, რაინ რუთი 15 სექტემბერს, მას შემდეგ დააკავეს, რაც ფლორიდაში, დონალდ ტრამპის გოლფის მოედანთან, სროლა მოხდა. შეიარაღებული თავდამსხმელი ტრამპისგან 300-500 მეტრის დაშორებით იმყოფებოდა.

მსგავსი თემები