„ტაივანი ჩინეთის წმინდა ტერიტორიაა”- სი ძინპინი

„ტაივანი ჩინეთის წმინდა ტერიტორიაა და ხალხი ტაივანის სრუტის ორივე მხარეს სისხლით არის დაკავშირებული, რომელიც წყალზე სქელია“ – ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა განაცხადა.

სი ძინპინმა აღნიშნა, რომ მიღწეული უნდა იქნას სამშობლოს სრული გაერთიანება.

„ჩინელი ერის დიდი გაახალგაზრდავების განხორციელება არის ყველა ჩინელის, მათ შორის ჰონგ კონგის, მაკაოს და ტაივანის თანამემამულეების საერთო მისწრაფება. ჩვენ სრულად, ზუსტად და ურყევად განვახორციელებთ ერთი ქვეყანა-ორი სისტემის პრინციპს, ჰონგ კონგის ხალხის მმართველობა ჰონგ კონგში და მაკაოს ხალხის მმართველობა მაკაოში, ავტონომიის მაღალი ხარისხით და ურყევად დავიცავთ და ხელს შევუწყობთ ჰონგ კონგისა და მაკაოს გრძელვადიან კეთილდღეობასა და სტაბილურობას“ – განაცხადა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მსგავსი თემები