თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელში ტურისტი ჩავარდა და დაიღუპა

თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, რუსი ტურისტი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და დაიღუპა. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. როგორც ირკვევა, ახალგაზრდა ქალი გადასასვლელში ვიდეოს გადაღების დროს ჩავარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მსგავსი თემები