თელავში, ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები დახმარებას ითხოვენ

ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი 50-მდე ოჯახი დახმარებას ითხოვს. თელავში, სოხუმის ქუჩაზე მაცხოვრებლები ამბობენ, რომ 2012 წლის სტიქიის დროს მაღალსართულიან კორპუსს გადახურვა დაუზიანდა. რის შემდეგაც, კორპუსის საცხოვრებლად უვარგისია. დევნილები სასმელი წყლის პრობლემაზეც საუბრობენ და ამბობენ, რომ ხელისუფლებას ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ ახსენდება.

,,გვეუბნებიან უკვე პირადი საკუთრებაა და თქვენით უნდა გააკეთოთო. ყველას ხომ არ აქვს საშუალება?! ამასობაში დაზიანდა აბანოები კედლები, ყველაფერი ნესტის სუნია. ეხლა ზაფხულია და ღია გვაქვს ყველაფერი და არ იგრძნობა იმდნად. ზამთარში ძალიან ნესტია. გადახურვას გვპირდებიან, ოქტომბერში დავიწყებთო გვეუბნებოდნენ და ჯერ ოქტომბერი არ დამდგარა. სახურავის გადახურვას ვითხოვთ, ბევრჯერ ვთხოვეთ დახმარება და არ დაგვეხმარნენ და ალბათ ახლაც არ დაგვეხმარებიან”, – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი თემები