,,ისრაელი ლიბანელ ხალხს არ ებრძვის”, – ამ სიტყვებით ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ლიბანის მოსახლეობას მიმართა.
იოავ გალანტის თქმით, „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა, რომლის ლიკვიდაციაც ისრაელმა განახორციელა, ათასობით ადამიანის მკვლელობაზე იყო პასუხისმგებელი, ლიბანელ ხალხთან კი ისრაელს ომი არ აქვს.