მოკლულია „ჰესბოლას“ კიდევ ერთი ლიდერი

ისრაელის ინფორმაციით, „ჰესბოლას“ კიდევ ერთი ლიდერი ლიკვიდირებულია. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ნაბილ კაუკი ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში განხორციელებული საჰაერო იერიშის დროს დაიღუპა.

ისრაელის არმიიის ინფორმაციით, კაუკი იყო „ჰეზბოლას“ უსაფრთხოების პრევენციული განყოფილების მეთაური და დაჯგფების ცენტრალური საბჭოს უფროსი წევრი.

„კაუკი პირდაპირ იყო ჩართული ისრაელის სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ ტერორისტული თავდასხმების მომზადებაში”, – ასეთია  ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება.

„ისრაელის თავდაცვის ძალები გააგრძელებს ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლას“ მეთაურების ლიკვიდაციას და იმოქმედებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ისრაელის სახელმწიფოს მოქალაქეებს ემუქრება“, – აცხადებენ თავდაცვის ძალებში.

 

მსგავსი თემები