“გული ამომიღეს, რომელიც აფხაზეთში დარჩა. ილიას ვთხოვ არ დაივიწყოს საიდან მოდის”- ილია თოფურიას დედა

“მიჭირს გადმოვცე ის ტკივილიანი განცდები, რაც 27 სექტემბერს მოაქვს. გული ამომიღეს, რომელიც აფხაზეთში დარჩა. გადავრჩი, არ დავნებდი, მაგრამ ჩემი გული აფხაზეთშია; ჩემი ძმის საფლავი იქ არის. ჩემთვის ყოველი დილა დაბრუნების იმედით თენდება. ვნახოთ ” – ამბობს ილია თოფურიას დედა, ინგა ბენდელიანი.

როგორც ინგა ბენდელიანმა თქვა, შვილს ყოველთვის ეუბნება, რომ არ დაივიწყოს თუ საიდან არის წარმოშობით.

„ვთხოვ, არასოდეს დაივიწყო საიდან მოდიხარ და არასოდეს თქვა, რომ ღარიბი ქვეყნიდან ხარ-მეთქი. ის სიღარიბე, რაც მის ბავშვობაში იყო, რუსეთის წყალობით გვჭირდა და არა იმიტომ, რომ გაჭირვებული ქვეყანაა და ზარმაცი ერი ვართ. არა! ვეუბნები, თუკი რაიმე დაგაკლდა საქართველოში, იცოდე, რომ რუსების წყალობით დაგაკლდა-მეთქი. ყველაზე მშრომელი და ღირსეული დედები ქართველებს ჰყავთ.

ამაყი? ამაყი იმით ვარ, რომ ჩემი შვილი კარგი მაგალითია მომავალი თაობისთვის. თავაწეული დავდივარ და სულ თავს ავწევ. ჩვენი ბიოგრაფიით ბევრ დედას შეიძლება იმედი გაუჩნდეს და ეს მახარებს”- ამბობს ინგა ბენდელიანი.

ამჟამად, UCF-ის ქართველი მებრძოლის დედა ესპანეთში ცხოვრობს.

მსგავსი თემები