ისრაელის თავდასხმებს ლიბანში 15 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბანური მედია წერს, რომ  ისრაელის მხრიდან ბოლო რამდენიმე საათში განხორციელებულ თავდასხმებს ლიბანში, სულ მცირე, 15 ადამიანი ემსხვერპლა. ამავე ცნობით, ექვსი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ხოლო კიდევ ცხრა ბექაას ხეობაში, რაც „ჰეზბოლას“ დასაყრდენია ლიბანის ჩრდილო-აღმოსავლეთში. გარდა ამისა, სამი ადამიანი დაიღუპა ლიბანის სამხრეთით მდებარე ქალაქ ანკუონში.

გასულ ღამეს ისრაელმა „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე იერიში მიიტანა. იერიშის შედეგად ლიკვიდირებულია „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა. თავდასხმის შედეგად ნასრალას გარდა, „ჰეზბოლას“ სხვა წევრებიც არიან ლიკვიდირებული, მათ შორის, სამხრეთის ფრონტის მეთაური. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თავდასხმების შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 195 დაშავდა.

მსგავსი თემები