საბა ლობჟანიძემ ამერიკაში კვლავ გაიტანა

საბა ლობჟანიძემ ამერიკის საფეხბურთო ჩემპიონატში (MLS) მორიგი გოლი გაიტანა და გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო კონკურენტ „ფილადელფია უნიონთან“ გასვლით შეხვედრაში, რომელიც „ატლანტა იუნაიტედმა“ 1:1 დაასრულა. ქართველმა ფეხბურთელმა მატჩი „ატლანტა იუნაიტედის“ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, შეუცვლელად ითამაშა, „ფილადელფიას“ კარი აიღო და კიდევ სამ თანაგუნდელთან ერთად, საუკეთესო შეფასება, 7,3 ქულა დაიმსახურა.

ეს მატჩი აღმოსავლეთ კონფერენციაში უმნიშვნელოვანესი იყო ორივე კლუბისთვის, რადგან სატურნირო ცხრილში მეზობელ პოზიციებზე მყოფები მოგებით პლეი ოფში გასვლას მიუახლოვდებოდნენ. „ფილადელფია“ აღმოსავლეთ კონფერენციაში 36 ქულით მეცხრე ადგილზე იყო, „ატლანტა“ კი 33 ქულით – მეთერთმეტეზე.

 

მსგავსი თემები