ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყონებლივ დანიშვნას ითხოვს

ირანი გაერო-ს უშიშროების საბჭოს დაუყონებლივ დანიშვნას ითხოვს, მას შემდეგ, რაც ისრაელის მხრიდან განხორციელებული თავდასხმების შედეგად „ჰეზბოლას“ ლიდერი ჰასან ნასრალა მოკლეს.

საბჭოს 15 წევრისადმი გაგზავნილ წერილში, გაერო-ში ირანის ელჩი ამირ ირავანი აღნიშნავს, რომ თეირანი არ მოითმენს „ნებისმიერ თავდასხმას თავისი ქვეყნის დიპლომატიურ შენობებსა და წარმომადგენლებზე“. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

„ირანი არ დააყოვნებს, გამოიყენოს თავისი უფლებები, რომელიც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გათვალისწინებული და მიიღოს ყველა ზომა ეროვნული და უსაფრთხოების ინტერესების დასაცავად“ – აღნიშნა ამირ ირივანმა.

მსგავსი თემები