“მაშფოთებს, რომ ლიბანი გადაიქცეს კიდევ ერთ ღაზად”- გაერო-ს გენერალური მდივანი

გაერო-ს გენერალური მდივანის ანტონიო გუტერეშის განცხადებით, შეშფოთებულია იმის გამო, რომ ლიბანში ვითარება შეიძლება გადაიზარდოს სამხედრო კონფლიქტში, რომელიც მასშტაბით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიმდინარე ომის მსგავსი იქნება.

„ფაქტი, რომ ეს მოვლენები მოხდა, ნიშნავს, რომ არსებობს გაცილებით ძლიერი ესკალაციის პოტენციალი. და სწორედ ეს მაშფოთებს – შესაძლებლობა, რომ ლიბანი გადაიქცეს კიდევ ერთ ღაზად, რაც, ჩემი აზრით, დამანგრეველი ტრაგედია იქნება მსოფლიოსთვის“, – განაცხადა ანტონიო გუტერეშმა.

გუტერეშმა ასევე გამოხატა პესიმიზმი ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების მიმართ.

მსგავსი თემები