საკვებში აღმოჩენილი ცოცხალი თაგვის გამო თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა

Scandinavian Airlines-ის ერთ-ერთი თვითმფრინავი იძულებული გახდა დანიაში, კოპენჰაგენის აეროპორტში ავარიულად დაშვებულიყო. მიზეზი საკვებში აღმოჩენილი თაგვი გახდა. თვითმფრინავი ნორვეგიის დედაქალაქიდან, ოსლოდან ესპანეთში, მალაგაში მიფრინავდა.

ავიაკომპანიის სპიკერის, ოისტეინ შმიდტის განცხადებით, ავარიული დაშვება კომპანიის უსაფრთხოების პროტოკოლის მიხედვით მოხდა, რადგან თაგვი მგზავრების უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიდა.

თვითმფრინავის მგზავრები, მალაგაში, მოგვიანებით სხვა რეისით გაემგზავრნენ.

მსგავსი თემები