გავაძლიერებთ საქართველოს მდგრადობას რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე – EU

ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე ევროკავშირი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 16 წლის გასვლას გამოეხმაურა.

განცხადებაში დაგმობილია რუსეთის სამხედროების ყოფნა ოკუპირებულ რეგიონებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაც არღვევს როგორც საერთაშორისო სამართალს, ასევე რუსეთის მიერ 2008 წელს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.

,,ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთვის სათანადო მხარდაჭერას იმ გამოწვევების გადაჭრაში, რომლის წინაშეც ის დგას, მათ შორის, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის შედეგად და მისი მდგრადობის გაძლიერებას რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების ფონზე”, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

მსგავსი თემები