,,მე თუ არ მოვიგებ არჩევნებს, ამაში ნაწილობრივ დამნაშავე ებრაელი ხალხი იქნება” – ტრამპი

ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ არჩევნებში თუ დამარცხდება ამაში დამნაშავეები ნაწილობრივ ებრაელი წარმოშობის ამერიკელი ამომრჩევლები იქნებიან.

„მე თუ არ მოვიგებ ამ არჩევნებს, ებრაელი ხალხი ამაში ნაწილობრივ დამნაშავე იქნება, რადგან 60%-ი თუ ხმას აძლევს მტერს, ჩემი აზრით, ისრაელი ორ წელიწადში შეწყვეტს არსებობას“, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა მაგალითად მოიყვანა გამოკითხვა, რომლის მიხედვითაც, ამერიკელ ებრაელებში კამალა ჰარისი 60%-ით ლიდერობს.

მსგავსი თემები