,,პალესტინის დაჯგუფება მზადაა ხანგრძლივი და დამანგრეველი ომისთვის ისრაელთან”, – ამის შესახებ „ჰამასის“ პოლიტიკურმა მეთაურმა იაჰია სინვარიმ განაცხადა.
„ჩვენ მოვემზადეთ ხანგრძლივი და გამანადგურებელი ომისთვის, რომელიც დააზიანებს მტრის პოლიტიკურ სურვილს“, – აღნიშნავს „ჰამასის“ ლიდერი და დასძენს, რომ ბოევიკები ღაზაში და ირანის მოკავშირე ჯგუფები ერაყში, ლიბანსა და იემენში ერთობლივი ძალისხმევით დაამარცხებენ ისრაელს.