აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი კამალა ჰარისი დონალდ ტრამპთან დაკავშირებულ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ აშშ-ში ძალადობის ადგილი არ არის.
„მე მივიღე ინფორმაცია ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მახლობლად გასროლის შესახებ და მიხარია, რომ უსაფრთხოდ არის. ამერიკაში ძალადობის ადგილი ადგილი არ არის“, – წერს ჰარისი.
დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის ინფორმაციით, ტრამპი მის სიახლოვეს მომხდარი სროლის შემდეგ უსაფრთხოდაა. მედიის ცნობით, ტრამპის გოლფკლუბში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული.