“გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა”- სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი“ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის  ბიძინა ივანიშილის გორში გაკეთებულ განცხახდებას ეხმიანება. სააკაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა.

“გუშინ ივანიშვილმა საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ღალატი ჩაიდინა. საქართველოს ჰყოლია მოღალატე ფეოდალები, ჰყოლია ორჯონიკიძეები, მაგრამ არასდროს არ ჰყოლია მოღალატე მმართველი პირველი პირი. თავისი გამოსვლით მან გაამართლა რუსეთის თავდასხმა, ადამიანების განადგურება, სოფლების მიწასთან გასწორება. ეს ხომ ჩვენი სამშობლოსთვის თავდადებული გმირების ხსოვნის შეურაცხყოფაა.
ნაცვლად იმისა, რომ მას რუსეთისგან ბოდიშის მოხდა მოეთხოვა იმ უბედურებისთვის, რაც მათ ჩვენს ქვეყანას დაატეხეს თავს, მან ქართველებს მოსთხოვა დამპყრობლისთვის ბოდიშის მოხდა. ამ სირცხვილს ჩვენ კარგა ხანს ვერ ჩამოვირეცხავთ.  დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი 26 ოქტომბერს ღირსეულ პასუხს გასცემს ამ უპატიებელ ღალატს!’ – წერს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი თემები