,,გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომ ვართ წარმატებულები ამ ბოლო პერიოდში” – ლაშა დვალი ალბანეთთან შეხვედრის წინ

საქართველოს ეროვნული ნაკრები ხვალ ტირანაში, ალბანეთს დაუპირისპირდება. ჩეხეთის ნაკრებთან მოპოვებული შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ერთა ლიგის მორიგი შეხვედრისთვის უკვე ემზადება.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ლაშა დვალის თქმით, გუნდში ძალიან კარგი განწყობაა, რაც მოედანზეც ჩანს.

,,გუნდში ძალიან კარგი განწყობა არის. მგონია, რომ ეს მოედანზეც ჩანს და ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა თუ რატომაც ვართ წარმატებულები ამ ბოლო პერიოდში.

მნიშვნელოვანია ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ერთა ლიგაც იგივე ენთუზიაზმით და იგივე ბრძოლის უნარიანობით გაგვემართა ეს თამაში, მოგებით დაგვეწყო. გახარებულები ვართ, რომ მოგება მოვახერხეთ. შემდეგ თამაშებშიც იმავეს შევეცდებით”, – აღნიშნა ლაშა დვალმა.

მსგავსი თემები