შოლცის განცხადებით, უკრაინის მშვიდობის მეორე სამიტი რუსეთის მონაწილეობით უნდა ჩატარდეს

ოლაფ შოლცის განცხადებით, მშვიდობის მეორე კონფერენცია, რომლის ჩატარებასაც უკრაინა გეგმავს, რუსეთის მონაწილეობით უნდა გაიმართოს. ამ თემაზე გერმანიის კანცლერმა გერმანულ ტელეარხ ZDF-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„ვფიქრობ, ახლა დადგა მომენტი, როდესაც უნდა ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორ გამოვიდეთ საომარი სიტუაციიდან და სწრაფად მივიდეთ მშვიდობისკენ. კიდევ ერთი სამშვიდობო კონფერენცია მნიშვნელოვანია და მე და ვოლოდიმირ ზელენსკი ვთანხმდებით, რომ ის რუსეთის მონაწილეობით უნდა ჩატარდეს“, – განაცხადა შოლცმა.

სამიტის ჩატარების ზუსტი თარიღი ან რაიმე სხვა დეტალი შოლცს არ გაუსაჯაროებია.

 

მსგავსი თემები