სირიაში თავდასხმას, სულ მცირე, ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 13

სირიაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, ოთხი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. თავდასხმა ქალაქ ჰამაში მდებარე მასიაფის რაიონში მოხდა.

როგორც ადგილობრივ საავადმყოფოში აცხადებენ, დაშავებულების მდგომარეობა კრიტიკულია.

წყაროების თქმით, მასიაფთან მდებარე მთავარი სამხედრო კვლევითი ცენტრი, სადაც ქიმიური იარაღის წარმოება ხდებოდა, რამდენჯერმე დაიბომბა. სავარაუდოდ, იქ ირანელი სამხედრო ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი იმყოფებოდა, რომლებიც იარაღის წარმოებაში იყვნენ ჩართული.

სირიის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ თავდასხმა ისრაელმა განახორციელა. ისრაელის მხარეს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

მასიაფის რაიონი, რომელიც, სავარაუდოდ, ირანული ძალებისა და პროირანული დაჯგუფებების ბაზების ადგილია, გასულ წლებში არაერთხელ გამხდარა თავდასხმების სამიზნე.

მსგავსი თემები