ბორჯომელი ახალგაზრდა 10–დღიანი ძებნის შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს

10 დღიანი ძებნის შემდეგ, სოფელ გომთან, ბორჯომელი ახალგაზრდა გარდაცვლილი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, წყლიდან გამორიყული ცხედარი სავარაუდოდ მწყემსმა ნახა.

ვახო მეტრეველს მაშველები 22 მაისიდან ეძებდნენ, სწორედ ამ დღეს, გამთენიისას საკუთარ სახლში გარდაიცვალა მისი ძმა, ბორჯომელი ბიზნესმენი ნიკოლოზ მეტრეველი.

 

მსგავსი თემები