შუქრუთელები პროტესტს თბილისში, პარლამენტის წინ გააგრძელებენ

ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა პროტესტს თბილისში აგრძელებს. ისინი აქციას პარლამენტთან გამართავენ და საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ. უკვე კვირაზე მეტია, რაც შუქრუთის ხუთმა მცხოვრებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკრა. შუქრუთში კი პროტესტი 180 დღეზე მეტია გრძელდება. ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან ოთხშაბათს, საღამოს 7 საათზე შეიკრიბებიან.

,,დავაანონსეთ ერთკვირიანი ვადა, რომ ამ დროის მანძილზე ჩართული ყოფილიყო, ამ პრობლემების მოგვარებაში ცენტრალური ხელისუფლება კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, მაგრამ სამწუხაროდ არავის რეაგირება არ ჰქონია. და ამის შემდეგ იძულებულები გავხდით მიგვემართა პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის, ხუთმა ადამიანმა ამოიკერა პირი, უკვე მერვე დღეა შიმშილობის”, – ამბობს გიორგი ნეფარიძე.

შეგახსენებთ, რომ შუქრუთელები წლებია კომპანია ,,ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას აპროტესტებენ. მათი თქმით, კომპანია მადანს მოიპოვებს სოფლის მიწის ქვეშ, რის გამოც ინგრევა სახლები, ვარდება ნიადაგი, მოსახლეობა საცხოვრებლისა და სარჩოს გარეშე რჩება.

მსგავსი თემები