„დიდი სირცხვილია!”- პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს აეროპორტში არავინ დახვდა

ჟურნალისტი მარი ჩიტაია პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვას ავრცელებს:

„ძალიან მინდა, არ იყოს სიმართლე…

ის, რომ პარამკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონ ვახტანგ ახობაძეს სამშობლოში დაბრუნებისას აეროპორტში არავინ დახვდა და ავტობუსით დაბრუნდა სახლში, დიდი სირცხვილია!

თუ ვინმე ფიქრობთ, ვახტანგი ხვიჩაზე, ბუდუზე, მამარდაზე, ლაშაზე, ბექაურზე და კიდევ ბევრ ცნობილ სპორტსმენზე ნაკლებია, ცდება!

ეს ბიჭი, ვახტანგ ახობაძე, ჩვენი სიამაყეა და თუ არ ვიქნებით ობიექტურები, გამორჩეული ქართველების დამფასებლები და მათი კარგი საქმეების, წარმატების და მიღწევების დამნახველები, ჩვენგან ევროპული სახელმწიფო ვერ შედგება!

ამასთან: თუკი ოლიმპიელებისთვის სახელმწიფომ მილიონიანი ჯილდო დააწესა, პარაოლიმპიელების ღვაწლი არანაკლებია, მე ვიტყოდი, რომ მეტიც, მათ შეუძლებელი შეძლეს, გაგვაოცეს, გვასახელეს!

კეთილი ვინებოთ და ვისწავლოთ ყველას და ყველაფერს სახელი დავარქვათ, დაფასდეს პარაოლიმპიელების ღვაწლი!

თუ ამას ხელისუფლება არ გააკეთებს, ალბათ საზოგადოებამ უნდა გააკეთოს, თქვენ როგორ ფიქრობთ?”, – დაწერა მარი ჩიტაიამ.

მსგავსი თემები