მანქანის ქურდობისას, 80 წლის ქალი და მისი ძაღლი მოკლეს

აშშ-ში დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 80 წლის ქალის მკვლელობა, მისი მანქანის ქურდობა და მისი შინაური ძაღლის მოკვლა ედება ბრალად.

პოლიციის ინფორმაციით, 48 წლის სიეტლის მკვიდრი მამაკაცი, 80 წლის რუთ დალტონის მკვლელობის ბრალდებით ოთხშაბათს დააკავეს.

სამართალდამცველების განმარტებით, დაკავებულს ბრალს წაუყენებენ პირველი ხარისხის მკვლელობაში, ქურდობის დროს ჩადენილ მკვლელობასა და ცხოველების მიმართ განხორციელებულ სასტიკ მოპყრობაში.

დაკავებულს მძიმე მუხლებით 8 ნასამართლობა აქვს, მათ შორის, 1993 წელს, სატრანსპორტო საშუალებაში ჩადენილი მკვლელობაა. მას ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა.

მსგავსი თემები