ბრიტანეთში, საუთჰენდში, 34 წლის, 5 შვილის დედა საკუთარმა ძაღლმა დაგლიჯა. ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია Dailymail-ი ავრცელებს.
მეზობლების ინფორმაციით, მათ დაინახეს, რომ ქალი აივნის მოაჯირიდან გადახტა, რათა თავისთვის ეშველა. მეზობლებმა სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. დაშავებული ქალი საუთენდის ჰოსპიტალში, შემდეგ კი ლონდონის სამეფო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.