უკრაინამ კურსკში 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა

კურსკის რეგიონში მიმდინარე ბრძოლაში უკრაინის არმიის კიდევ ორი, 82-ე და 95-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადები ჩაერთო. ინფორმაციას „ფორბსი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, საერთო ჯამში, კურსკის რეგიონში უკრაინის არმიის ექვსი ბრიგადა, ორი დამოუკიდებელი ბატალიონი და უპილოტო აპარატების, არტილერიის, სადაზვერვო და სპეცრაზმის დამხმარე ქვედანაყოფები შევიდნენ.

უკრაინამ კურსკში, ჯამში, 15 000-მდე ჯარისკაცი შეიყვანა.

 

 

მსგავსი თემები