რუსული მხარის ცნობით, ცნობილი პროპაგანდისტი, ევგენი პოდდუბნი კურსკში დაიჭრა და სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს

რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, რუსი სამხედრო ბლოგერი, რუსეთის სახელმწიფო ტელერადიო კომპანიის (ВГТРК ) კორესპონდენტი, ევგენი პოდდუბნი დაიჭრა კურსკის ოლქში საბრძოლო მოქმედებების შედეგად. ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა თქვა, რომ ის კურსკიდან მოსკოვში გადაიყვანეს მკურნალობის გასაგრძელებდად. თავდავპირველად გავრცელდა ცნობები, რომ პოდდუბნი დაიღუპა.

რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემაც განაცხადა, რომ სამხედრო ბლოგერი და კიდევ 8 დაშავებული სამკურნალოდ მოსკოვში გადაიყვანეს. დაშავებულებს შორისაა ორი ბავშვი. სამინისტროს წარმომადგენელი ამბობს, რომ პოდუბნის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

ცნობისთვის, ევგენი პოდუბნი დიდი ბრიტანეთის, ავსტრალიის, კანადისა და უკრაინის სანქციების ქვეშაა. რუსეთში კი მას რამდენიმე სახელმწიფო ჯილდო აქვს მიღებული.

მსგავსი თემები