ჩაქვში სახლები, ქუჩები და მანქანები დაიტბორა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში. განვითარდა მეწყრული პროცესები, დაიტბორა სახლები, ქუჩები და მანქანები.

რამდენიმე საათით გადაიკეტა ბათუმი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა. მძღოლების თქმით, წყლის დონე გზაზე იმდენად მაღალი იყო, რომ მანქანებმა მოძრაობის გაგრძელება ვეღარ შეძლეს. ჩაქვის მონაკვეთზე 20-მდე ავტომობილი იყო გაჩერებული. მძღოლები ამბობენ, რომ წყალმა ავტომობილებიც დააზიანა.

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული მონაკვეთი ხშირად იტბორება, რისი მიზეზიც სანიაღვრე არხების გაუმართაობაა და დაბალი მოცულობის მილებია, რომლებიც დიდი ოდენობით მოსული ნალექის გატარებას ვერ ახერხებს.

მსგავსი თემები