კიევში, საქართველოს საელჩოსთან, უკრაინაში მებრძოლი ქართველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა

კიევში, საქართველოს საელჩოსთან უკრაინაში მებრძოლი ქართველების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის ორგანიზატორების თქმით, ქართველი მებრძოლები საქართველოს ხელისუფლების მიერ პოლიტიკურად იდევნებიან და ზეწოლის მსხვერპლნი არიან. აქციაზე შეიკრიბნენ უკრაინელები და უკრაინაში მცხოვრები ქართველები.

,,მხარი დავუჭირეთ მებრძოლებს, კიდევ ერთხელ გვინდა გავაგებინოთ უკრაინას და მთელ მსოფლიოს, რომ არ იყოს დევნა, ქართველ მებრძოლებს დევნის პრორუსული მთავრობა საქართველოში”, – ამბობს ,,კავკასიური კავშირის” ხელმძღვანელი, ლადო გამსახურდია.

მიხეილ ბატურინი, ტაქტიკური დანაყოფის ,,სარანგის” მეთაურიც ამბობს, რომ დღეს ქართველი მებრძოლები რეპრესიების მსხვერპლნი არიან.

შეგახსენებთ, რომ ქართველ მებრძოლებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იბარებენ, შემდეგ გაუთქმელობაზე აწერინებენ ხელს.

მსგავსი თემები