,,მისცა ჩვენება. ისაუბრა, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ იარაღით” – კახეთში გატაცებული გოგონას ბიძა

სოფელ კაბლიდან გატაცებული 24 წლის ქალი, პოლიციამ გუშინ, გვიან ღამით იპოვა და თელავის პოლიციის სამმართველოში, გამოკითხვაზე გადაიყვანა.

,,მე არ მინახავს, დედამ და მამამ ნახეს. მან მისცა ჩვენება, როგორ გაიტაცეს, როგორ აშინებდნენ, როგორ აშინებდნენ იარაღით”, – ამბობს გოგონას ბიძა.

ჟურნალისტის კითხვაზე, უყვარს თუ არა გოგოს გამტაცებელი ბიჭი, ბიძა პასუხობს:

‘,,გოგოს ახალგაზრდა კაცი არ უყვარს იმიტომ რომ ის სწავლობს უნივერსიტეტში, ის სტუდენტია. ის თავის მომავალზე ფიქრობს და ამ ბიჭს ვერ იტანს. ამის შემდეგ ის იქნება, რასაც კანონი ამბობს. ჩვენ ვცხოვრობთ 21-ე საუკუნეში, არ შეიძლება მოიპარო ადამიანი, ადამიანია, ცხოველი ხომ არ არის. ასეთი დამოკიდებულება ოცდამეერთე საუკუნეში ადამიანის მიმართ, ასეთებმა უნდა მიიღონ და მიიღებენ კიდეც. ისინი მუდმივად იცვლიდნენ მისამართებს, ნაცნობებს, ნათესავებს. გამტაცებელი არ ვიცი, სად არის, პოლიციას ჯერ ინფორმაცია არ მოუცია”, – ამბობს ბიძა.

 

მსგავსი თემები