„ვგმობ სისხლისღვრას“ – ჯოზეფ ბორელი

გოლანის მაღლობზე განხორციელებულ თავდასხმას  საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელიც ეხმიანება.

„მკაცრად ვგმობ ამ სისხლისღვრას. ჩვენ გვჭირდება ამ მიუღებელი ინციდენტის დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება და თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია”,- აცხადებს ბორელი.

გოლანის მაღლობის ჩრდილოეთზე განხორციელებულ საჰაერო თავდასხმის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 11-მდე ადამიანი, მათ შორის ბავშვები. დაშავებულია 30-მდე ადამიანი.

 

მსგავსი თემები