„პრემიერი ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ქაჯთან“ – რომან გოცირიძე

საქართველოს პარლამენტის წევრი რომან გოცირიძე  უნგრეთის პრეზიდენტს ქაჯს უწოდებს და აცხადებს, რომ სწორედ ამ ქაჯს ესტუმრა საქართველოს პრეზიდენტი.

„პრემიერი  ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა ორბანთან, ქაჯთან. არაპოლიტიკური ენით რომ ვთქვა, ის არის ქაჯი, რომელიც აფერხებს განვითარებას თავისი პოლიტიკით. ქაჯია თავისი ულტრამემარჯვენე პოლიტიკით, ნაციონალისტური პოლიტიკით, უკრაინისადმი არასწორი პოლიტიკით. ყველანაირ სანქციებს ხელს უშლის, რადგანაც ყველას ვეტო დაადო.  ვინ ეკითხება ორბანს ევროკავშირი დაადებს თუ არა ვეტოს სატანას, რუსეთის პატრიარქს.

პატრიარქის სანქცია მხოლოდ ერთადერთმა ქვეყანამ დაბლოკა – ორბანმა. ის ამბობს, რომ უკრაინაში პროცესები უნდა დამთავრდეს მშვიდობით. ყველა ამბობს, რომ უკრაინას სჭირდება იარაღი და უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს და ესენი ამბობენ, რომ უკრაინაში უნდა დამყარდეს მშვიდობა და მოხდეს დაზავება“ – აცხადებს რომან გოცირიძე   უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან დაკავშირებით.

მსგავსი თემები