პარლამენტთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების გამო დაკავებულები სასამართლომ პატიმრობაში დატოვა

პარლამენტთან აქციაზე დაკავებული ორივე პირი, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი, რომელთაც პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანებას ედავებიან, სასამართლომ კვლავ პატიმრობაში პატიმრობაში დატოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

დაცვის მხარე დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას, სახელმწიფო ბრალდება კი მათ მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

ცნობისთვის, 19 და 23 წლის ახალგაზრდები სამართალდამცავებმა 14 მაისს დააკავეს. მათ ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით აქვს წარდგენილი, რაც ნივთის ჯგუფურად დაზიანებას გულისხმობს.

 

 

 

 

მსგავსი თემები