სუს-ში ტერორიზმის მუხლით დაბარებულთაგან ერთ-ერთი გამოკითხვაზე უარს აცხადებს

ომის ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია, რომელიც დღეს სუსში იყო დაბარებულიდა გამოკითხვაზე უარს აცხადებს. ჯღამაიამ გადაწყვიტა ჩვენება მაგისტრი მოსამართლის წინაშე მისცეს.

„როგორც გამომძიებელმა განგვიმარტა, საქმე არის ორი მუხლით, სსკ-ის 315 და 18/63 ტერორიზმის მომზადება და შეთქმულება-ამბოხება. კკანონიერი უფლება გამოვიყენეთ და გამოძიებამ განგვიმარტა, რაზე ვიყავით დაბარებული და რა მუხლებზეა გამოძიება დაწყებული. ასევე, ჩვენ კლიენტმა, ბატონმა კონსტანტინემ გადაწყვიტა, გამოძიებასთან, ამ შემთხვევაში ჩვენება აქ არ მიეცა და გამოკითხულიყო მაგისტრ მოსამართლესთან – ამბობს ჯღამაიას ადვოკატი.

უწყებაში ამავე მუხლებით კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიბარეს.

მსგავსი თემები