თვითგამოცხადებული აფხაზეთის მკვიდრი, დიანა კვეკვესკირი სოჭის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ექსტრემისტული სიმბოლოების დემონსტრირებაში. კონკრეტულად მას სოციალურ ქსელში ლგბტქ+ დროშიანი პოსტის გამოაქვეყნებას ედავებიან. სტუდენტ ქალს ათ დღიანი პატიმრობა მიესაჯა.
ოქმში მითითებულია, რომ დიანა კვეკვესკირმა სოციალურ ქსელ VKontakte-ში გამოაქვეყნა „ლგბტ საერთაშორისო საზოგადოებრივი მოძრაობისა და მისი სტრუქტურული დანაყოფების სიმბოლოები“.